ვაქირის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს
31-05-2021
ილო მოსაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაასრულეს პირველი კლასი და ამის აღსანიშნავად ჩაატარეს ღონისძიება.
„მოსწავლეები გამოეთხოვენ დედაენას და მადლობა დაუხადეს იმ ცოდნისთვის, რომელსაც დედაენის დახმარებით ეზიარენ. ბავშვებმა წარმოადგინეს ლექსები და სიმღერები დასარულს კი მასწავლებელმა გადასცათ მისალოცი ბარათები.
„განვლილი 2020-2021 სასწავლო წელი განსხვავებული აღმოჩნდა პირველკლასელთათვის, პანდემის გამო ბევრ სირთულესთან მოგვიწია ჭიდილი, მაგრამ შედეგს მივაღწიეთ და სასწავლო წელი წარმატებით დავასრულეთ", - განაცხადა პირველი კლასის ხელმძღვანელმა ნინო ვარდიაშვილმა.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია