ლადო ასათიანის სახელობის, ცაგერის მუნიციპალიტეტის, საჯარო სკოლაში ნამდვილი დღესასწაული მოეწყო, რომლის მთავარი გმირებიც სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები იყვნენ. ეს კი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, მოსწავლეებს უყვართ სწავლა.
ბარდნალის საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელმა, მზევინარ მეშველიანმა და პირველკლასელებმა ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი ღია გაკვეთილი ჩაატარეს. მოსწავლებმა გამოავლნეს საგნის თეორიული ცოდნაც, მოახერხეს, გამოეცნოთ მასწავლებლის მიერ შეთავაზებული მუსიკალური ბგერები, დააკავშირეს იგი ბუნებაში არსებულ ხმებთან, წარმოადგინეს კომპლექსური დავალებით შექმნილი პროდუქტი, მათ მიერ შესრულებული ნახატები.
მასწავლებელი გაკვეთილს წარმართავდა ინტერაქტიური მეთოდის გამოყენებით. შექმნა სახალისო და თბილი საკლასო გარემო.
გაკვეთილს ესწრებოდნეენ სკოლის დირექტორი, ქალბატონი მთვარისა ახვლედიანი და ესთეტიკური აღზრდის კათედრის წარმომადგენელი პედაგოგი, ქალბატონი ლალი კოპალიანი, რომლებმაც გაკვეთილი დადებითად შეაფასეს და მოსწავლეებსა და მზევინარ მასწავლებელს წარმატებები უსურვეს!