ჭუბერის საჯარო სკოლის მოსწავლეთათვის არჩევითი საგანი - ფოლკლორი და მითოლოგია განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა არჩევითი საგნი - ფოლკლორი და მითოლოგია, რომლის ფარგლებში არაერთ საინტერესო თემას გაეცნენ. სასწავლო წლის ბოლოს კი მოსწავლეები გავლილი მასალიდან სასურველ თემაზე პრეზენაციებს ამზადებენ.
ჭუბერის საჯარო სკოლაში ფოლკლორისა და მითოლოგიის საგანს მეთერთმე კლასის მოსწავლეებს პედაგოგი ნატო სუბარი ასწავლის. რომლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მოსწავლეებმა შემდეგი თემები გაიარეს:
დაარსების მითოსი;
სამონადიერეო მითოსი;
საგმირო, სახოტბო პოეზია;
სამგლოვიარო პოეზია;
სატრფიალო პოეზია;
შიდა შუღლი;
სიბრძნის პოეზია (ანდაზები).
იხილეთ ფოტოები: