„გჯეროდეთ, საკუთარი მომავლის შექმნის ოცნებას ვერაფერი შეედრება“ - თბილისის N149 სკოლიდან მეთორმეტეკლასელები სიყვარულით გააცილეს
31-05-2021
თბილისის N149 საჯარო სკოლამ მე-12 კლასელები გააცილა. 

„ბოლო ზარის“ დღე ემოციური იყო მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის. 

„გზავნილები მარადიულია! იმედითა და გამბედაობით, შემართებით, ენერგიითა და სიხარულით შეეგებეთ მომავალს!

გჯეროდეთ, საკუთარი მომავლის შექმნის ოცნებას ვერაფერი შეედრება, და, თუ ოცნების უნარი გაქვთ, ესე იგი ოცნების ახდენაც შეგიძლიათ! ღირსეულ მომავალს გისურვებთ“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203