„გვჯერა, რომ საუკეთესო მიღწევებით გაგვახარებთ“- ქუთაისის N21 სკოლის დირექტორმა მეთორმეტეკლასელები დიდი სიყვარულით გააცილა
31-05-2021
ქუთაისის N21 საჯარო სკოლა მეთორმეტე კლასელებს დაემშვიდობა.
კურსდამთავრებულებს სკოლის დასრულება და ცხოვრების ახალ, მნიშნელოვან ეტაპზე გადასვლა სკოლის დირექტორმა რუსუდან ჭეიშვილმა მიულოცა. დირექტორის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:
„ქუთაისის N21 საჯარო სკოლის მე-12 კლასელებს სიყვარულით გილოცავთ სკოლის დამთავრებას! უამრავ ლამაზ დღეს გისურვებთ, ვულოცავ თქვენს მასწავლებლებსა და მშობლებს.
სიბრძნე და ხარისხიანი განათლება, სიყვარული და კაცთმოყვარეობა,ზნეობრივი ამაღლება, სამშობლოს ერთგული და თავდადებული მსახურება მოგმადლოთ უფალმა. წარმატებებით გაგევლოთ უდიდესი პასუხისმგებლობით გასავლელი ცხოვრების ლამაზი წლები. ასეთი ამაღლებული განწყობა გაგყოლოდეთ ყოველთვის.
გვჯერა, რომ საუკეთესო მიღწევებით გაგვახარებთ. გზას დაგილოცავთ! გფარავდეთ ღმერთი“, - აღნიშნავს დირექტორი რუსუდან ჭეიშვილი.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია