
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
მათ არა მხოლოდ მშობლიური ენის, არამედ უცხოური ენის სწავლაშიც საუკეთესო შედეგები აქვთ და ინგლისურ ენასაც დიდი მონდომებით სწავლობენ. სწორედ ამიტომაც პატარებმა უცხოური ენის მასწავლებლისგან მაია კვენეტაძისგან მადლობის სიგელებიც მიიღეს და წარჩინებით გააცილეს პირველი წელი.
„ჩემმა ჭკვიანმა და ყოჩაღმა პირველკლასელებმა დაასრულეს პირველი კლასი და ინგლისურში მადლობის სიგელებიც დაიმსახურეს. ჩვენ გვიყვარს უცხო ენა. წარმატებები ჩემო მერცხლებო“ - ასე მადლობის სიგელით შეაჯამა და დაემშვიდობა მასწავლებელი პატარებს.
იხილეთ ფოტოები: