„ძლიერები არ ძალადობენ“ - კურსების საჯარო სკოლაში ფილმების ჩვენება და განხილვა მოეწყო
„ძლიერები არ ძალადობენ“ - ამ სულისკვეთებით ზრდის მოსწავლეებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების საჯარო სკოლა. გარდა სასწავლო პროგრამისა, პედაგოგები ცდილობენ ჯანსაღი ღირებულებები ჩაუნერგონ ბავშვებს, რომლებიც ღირსეულ მოქალქეებად უნდა ჩამოყალიბდნენ და საქართველოს მომავალზე იზრუნონ.
სწორედ ამ სლოგანის ფარგლებში ჩატარდა აქტივობა კურსების საჯარო სკოლაში. მოეწყო ფილმების ჩვენება და მათი განხილვა მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეების ჩართულობით. აქტივობა მეტად ნაყოფიერი გამოდგა და მოსწავლეებიც დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთვნენ.
პროექტს - „ძლიერები არ ძალადობენ“, ხელმძღვანელობდა პედაგოგი თამარ ფორჩხიძე.
იხილეთ ფოტოები: