„პანდემიების ისტორია მსოფლიოში“ - ხარაგაულის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა
31-05-2021
ხარაგაულის N2 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.

იმავდროულად სასკოლო საზოგადოება დგას ცხოვრების ჯანსაღი წესის სადარაჯოზე. პროექტის - „ჯანსაღი ცხოვრება - ჯანმრთელი მომავალი“ - ფარგლებში, საზოგადოებრივი საგნების კათედრამ წარმოადგინა პრეზენტაცია - „პანდემიების ისტორია მსოფლიოში“.

აქტივობაში ჩართულები იყვნენ მეათე კლასის მოსწავლეები და მათთვის პროექტში მონაწილეობა უდავოდ საინტერესო აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203