„ღვთაებრივი პროპორცია-ოქროს კვეთა“ -ქვიტირის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა ერთი თემის გარშემო საინტერესო და კრეატიული გაკვეთილები ჩაატარეს
31-05-2021

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლაში „ბელგიური სილაბუსების“ ციკლით გაკვეთილების ჩატარება გრძელდება.

ამჯერად, მათემატიკის წამყვანი მასწავლებლის, ლეილა სვანიძის ინიციატივით, ჩატარდა გაკვეთილები თემაზე: „ღვთაებრივი პროპორცია-ოქროს კვეთა“, რომელშიც გაერთიანდნენ საგნები: მათემატიკა, ქართული, ბუნებისმეტყველება/ბიოლოგია, ფიზიკა, მუსიკა და ხელოვნება.

მასწავლებლებმა ერთი თემის გარშემო ჩაატარეს საინტერესო და კრეატიული გაკვეთილები.

„აღნიშნულმა გაკვეთილებმა მოსწავლეთა და მასწავლებელთა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. განსაკუთრებული მონდომება და კრეატიულობა გამოიჩინეს მასწავლებლებმა: ლეილა სვანიძემ, გია ჩოგოვაძემ და თამარ ქორიძემ. გაკვეთილების ჩატარებას დიდი თანადგომა გაუწია კახაბერ ჩაკვეტაძემ. წარმატებები მათ!“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203