ქარელის N1 სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს
31-05-2021

ქარელის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა (კლ.ხელმძღვანელი ნატალია მიქელაძე) საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ეს აქტივობა სამოქალაქო განათლების პედაგოგის ასმათ გოდერძიშვილის ორგანიზებით დაიგეგმა, რომლის სურვილიც იყო მოსწავლეებს პატივი მიეგოთ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის და იმ გმირების მიმართ, რომელთაც თავი გაწირეს სამშობლოს სიყვარულისთვის.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203