სამღერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სოფელის ტერიტორიაზე აღმოჩენილ ყორღანზე იმყოფებოდნენ
31-05-2021

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლის მე-6 და მე-11 კლასის მოსწავლეები სოფელ სამღერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილ ყორღანზე იმყოფებოდნენ. აღნიშნულ ტერიტორიაზე, ამჟამად, არქეოლოგიური სამშაოები მიმდინარეობს.

„მოსწავლეთა არქეოლოგიურ ძეგლზე ვიზიტის მიზანი იყო ადგილზე გაცნობოდენ ყორღანს, მოესმინათ ისტორია არქეოლოგებისგან, უშუალოდ დასწრებოდნენ და დაკვირვებოდნენ პროცესს, რაც შემდგომში ხელს შეუწყობს მათი ბუნებრივი და კულტურულ-მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობისადმი დადებითი განწყობის ჩამოყალიბებას. ვიზიტის ხელმძღვანელი იყო სამღერეთის საჯარო სკოლის პრაქტიკანტი მასწავლებელი ფატი შავაძე, რისთვისაც სკოლის ადმინისტარცია მადლობას უხდის ასეთი ინიციატივისა და აქტივობის ორგანიზებისათვის“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203