ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეებმა ეროვნული დღესასწაული მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
31-05-2021

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალის მოსწავლეებმა ეროვნულ დღესასწაულს ხელნაკეთი საქართველოს დროშა მიუძღვნეს. ბავშვებმა საინტერესო ინფორმაციები მოისმინეს და საქართველოს ჰიმნი მოისმინეს.

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად „პროგრესის“ პრე-სქულში ბავშვებმა თავიანთი პატარა ხელებით დახატეს საქართველოს დროშა! მოისმინეს საქართველოს ჰიმნი და გაეცნენ ინფორმაციას საქართველოს ისტორიის შესახებ!
შეისწავლეს ინფორმაცია საქართველოს კულტურის, ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის,  უძველესი ტრადიციების შესახებ!
ჩვენი პატარები - სხვადასხვა ქვეყნის შვილები ყველა ქართველს ულოცავენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!“ - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203