ქვედა სიმონეთის N2 სკოლის მოსწავლეებს სამხატვრო გალერეაში გასვლითი გაკვეთილი ჩაუტარდათ
31-05-2021

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასის  მასწავლებელმა, ნანული არაბიძემ, რეგულაციების დაცვით, გასვლითი გაკვეთილი ჩაატარა თერჯოლის სამხატვრო გალერეაში.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი საინტერესოდ წარიმართა. 

„მოსწავლეებმა დაათვალიერეს გალერეა. იქ რეზო ინანიშვილის „ოსტატები“ აიხსნა და ტექსტზე დაყრდნობით თავად შეადგინეს გალერიასა და მუზეუმში ქცევის წესები“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203