ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
31-05-2021

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.

ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები, გააკეთეს მოხსენებები, გაიხსენეს ლექსები. ამ დღის ისტორიულ მნიშვნელობასა და მომხდარ ფაქტებზე ისაუბრეს ისტორიის მასწავლებლებმა: დარიკო მელაძემ და ქეთევან დეკანაძემ.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მოსწავლეებს მიულოცა სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ლიანა ბოლქვაძემ.

„გილოცავთ, დამოუკიდებელ და გამთლიანებულ ქვეყანაში გვეცხოვროს!“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში. 

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

ზუსტად 103 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203