ხორშის საჯარო სკოლის პედაგოგმა, თამარ ქაჯაიამ მოსწავლეებთან ერთად ფერადი ყვავილების კუთხე შექმნა
31-05-2021

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორშის საჯარო სკოლის პედაგოგმა, თამარ ქაჯაიამ, მოსწავლეებთან ერთად, ფერადი ყვავილების კუთხე შექმნა.

„ხორშის საჯარო სკოლა შეუერთდა ყვავილების ფესტივალის დღეს. ხელოვნების უნიჭიერესმა პედაგოგმა, თამარ ქაჯაიამ მოსწავლეებთან ერთად შექმნა ფერადი ყვავილების კუთხე“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. მოსწავლეები ხელოვნების გაკვეთილებზე მრავალფეროვან და საინტერესო ნამუშევრებს ქმნიან. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203