„სასკოლო ცხოვრების წარმატებული დასაწყისი“ -  განთიადის საჯარო სკოლის დირექციამ პირველკლასელებს პირველი სასწავლო წლის დასრულება მიულოცა
31-05-2021

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა სასწავლო წელი ღონისძიებით დაასრულეს. კლასის ხელმძღვანელი დიანა ჯაფარიძეა. დირექციამ პატარებს სასწავლო წლის დასრულება მიულოცა და ბავშვები კეთილი სურვილებით გააცილა.

„2020-2021 სასწავლო წლის პირველი კლასი, კლასის ხელმძღვანელი დიანა ჯაფარიძე. პირველი ნაბიჯები... ზიარება მშობლიურ ენასთან... სასკოლო ცხოვრების წარმატებული დასაწყისი.

ძვირფასო პატარებო, გილოცავთ პირველი კლასის დასრულებას მზეგრძელობა და ნათელი ფერები არ მოჰკლებოდეს თქვენს სიცოცხლეს“, - წერია დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203