ქვემო ალვნის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ფოლკლორის სახლთან არსებული ბავშვთა ანსამბლის წლის შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა
21-12-2017
ქვემო ალვნის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ფოლკლორის სახლთან არსებული ბავშვთა ანსამბლის წლის შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა. კონცერტზე ქართული საეკლესიო საგალობლები და ძველი თუშური ჰანგები იყო წარმოდგენილი. როგორც დამსწრეებმა აღნიშნეს, მსგავსი აქტივობები საჭირო და სასიცოცხლოდ აუცილებელია ქართული ტრადიციული მუსიკის პოპულარიზაციისათვის.
ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორის კახა მამულაშვილის თქმით, ქვემო ალვანის ფოლკლორის სახლი ძალიან დიდ საქმეს ემსახურება:
„ფოლკლორის სახლის საქმიანობა მიზნად ისახავს ხალხური მრავალხმიანობისა და საეკლესიო საგალობლების პოპულარიზაციას და ახალგაზრდების გააქტიურებას,“ - აღნიშნა კახა მამულაშვილმა.
მან ანსამბლის ხელმძღვანელებს, გოჩა ბიძინაშვილსა და მარი ხაჩიძეს მადლობა გადაუხადა მომავალი თაობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს