ქობულეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი ლამაზი ღონისძიებით დაასრულეს
31-05-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი ლამაზი ღონისძიებით დაასრულეს. პატარებმა, სიმბოლურად, ანბანს ვარსკვლავი გაუხსნეს. ღონისძიების ბოლოს მშობლებმა პედაგოგ მერი დადიანს ჯილდოდ ქების სიგელი გადასცეს.

„ანბანის კოშკს ვარსკვლავი გაუხსნეს სკოლაში - სიმბოლურად. ეს იმის მანიშნებელია, რომ მათთვის ცოდნის მწვერვალებისკენ მიმავალი გზა ხსნილია. ლამაზი გარემო, გემოვნებით შერჩეული მუსიკა თეა მასწავლებლის დახმარებით და ბავშვური სილაღით ნამღერი სიმღერები - სასიამოვნო მოგონებად დარჩება პატარების მეხსიერებას.

ღონისძიების ბოლოს, მადლიერმა მშობლებმა პირველი კლასის მასწავლებელს მერი დადიანს ჯილდოდ ქების სიგელი გადასცეს პანდემიის დროს გაწეული შრომისთვის.  

სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ნაირა მახარაძემ გზა დაულოცა პატარებს, ცოდნის ტაძარში მიღებული ცოდნის საკეთილდღეოდ გამოყენება შემდეგ კლასებში, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და უღრუბლო ცის ქვეშ ცხოვრება უსურვა.

მერი მასწავლებელს კი ჯანმრთელობა და ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობა. ღმერთმა ნუ მოგიშალოთ მადლიერი ბავშვების თვალები და ღიმილი მერი მასწავლებლებო!“-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203