„კვირა დღე ტყეში“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის IV კლასში კომპლექსური დავალების პრეზენტაცია ჩატარდა
31-05-2021

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის IV კლასში, საგანში „მე და საზოგადოება“, კომპლექსური დავალების პრეზენტაცია ჩატარდა.

საგნის პედაგოგი მადონა სულაქველიძეა.

მოსწავლეებმა თხზულებითა და ილუსტრაციით წარმოადგინეს „კვირა დღე ტყეში“, სადაც მოსწავლეებს კარგად ჰქონდათ გათავისებული კომპლექსური დავალების პირობა, მსჯელობდნენ, თუ როგორ უნდა იზრუნონ ტყის მოვლაზე, გაუფრთხილდნენ, დაიცვან დედა-ბუნება.

„ბუნებაზე ზრუნვა და მოვლა-პატრონობა თითოეული მოქალაქის ვალია. უფალმა ბუნების გვირგვინად ადამიანი მოავლინა. მას აზროვნების უნარი მისცა და მასზე ზრუნვა, მოვლა-პატრონობაც დააკისრა“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203