თერჯოლის N2 სკოლაში დამოუკიდებლობის კვირეული ჩატარდა
31-05-2021

თერჯოლის N2 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე წელს განსაკუთრებულად აღნიშნეს. 

სკოლაში დამოუკიდებლობის კვირეული ჩატარდა.

კვირეულის ყველა დილა საქართველოს ჰიმნით იწყებოდა. 

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებმა ნახეს ვანო ხუხუნაიშვილისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი.

ვანო ხუხუნაიშვილი - ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, თერჯოლის N2 საშუალო სკოლის კურსდამთავრებულია. იგი თავისუფლების და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლოა. 

სკოლაში გაიმართა ინტელექტუალური შეჯიბრება - „როგორ ვიცნობთ საქართველოს უახლეს ისტორიას?!“
შეჯიბრებაში გამარჯვებულს - მეათე კლასის გუნდს გადაეცა პრიზი.

გამოვლინდა ლექსის კონკურსის გამარჯვებული, მეხუთე კლასის მოსწავლე - მარიამ კუბლაშვილი, რომელმაც წაიკითხა ამ დღისადმი დაწერილი საკუთარი ლექსი.

„გადაწყდა, რომ ინტელექტუალური შეჯიბრება ჩატარდეს ყოველწლიურად გარდამავალი პრიზით. სკოლის მოაზროვნეთა გუნდს (ხელმძღვანელი მარეხი მემანიშვილი) კი ეწოდოს ვანო ხუხუნაიშვილის სახელი.
თერჯოლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ასევე ყვავილებით შეამკეს ვანო ხუხუნაიშვილის საფლავი“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203