მულახის საჯარო სკოლის​ პირველკლასელებმა წელი მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილით შეაჯამეს
31-05-2021

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა წლის შემაჯამებელი გაკვეთილი გამართეს.

მოსწავლეებმა სამომავლო სურვილების კუთხე თავიანთი აზრებით დაამშვენეს, ნახატებით გამოემშვიდობნენ პირველ კლასს, მოაწყვეს ფოტოგალერეა და ასევე სამახსოვრო სახელობითი ხელნაკეთი ნივთები შექმნეს.

მოეწყო მხიარული ფოტოსესია. დღე საზეიმო ტორტის გაჭრით დასრულდა.

„მულახის საჯარო სკოლა ულოცავს ყველა პირველკლასელს სასწავლო წლის დასრულებას და ბედნიერ დასვენებას უსურვებს. მომავალი სასწავლო წელი ნაყოფიერი და წარმატებული ყოფილიყოს მათთვის“,- აღნიშნულია სკოლის წერილში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203