
28 მაისს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში ფრენბურთის შეჯიბრი გაიმართა.
შეჯიბრში 2006, 2007 და 2008 წლებში დაბადებული მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
შეჯიბრი ჩატარდა სკოლის სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში. ფრენბურთის შეჯიბრში სულ 5 გუნდი მონაწილეობდა. პირველი ადგილი დაიკავეს ოროჯალარის როგორც ბიჭების და ასევე გოგოების გუნდებმა.