„ეს დღე ჩვენია“ - ქვემო ოროზმანის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საზეიმო ღონისძიება მიეძღვნა
31-05-2021

„ეს დღე ჩვენია“ - ამ ლოზუნგით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ოროზმანის საჯარო სკოლაში.

ისტორიისა და სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე მასწავლებლებმა მოსწავლეებს წინასწარ გააცნეს, რომ 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა; თუმცა ეს იყო 1918 წლის 26 მაისს პირველი რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღის აღდგენა- აღიარება.

საკლასო ოთახებში განთავსდა სპეციალური ბანერები. 25 მაისს, ღია სივრცეში აღინიშნა საქართველოს ეროვნული დღესასწაული.

სკოლის დირექტორმა ისლამ მამედოვმა მოკლედ მიმოიხილა საქართველოს ეროვნული დღესასწაულის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ისტორიული მნიშვნელობა და მოსწავლეებს, როგორც ერთიანი საქართველოს მოქალაქეებს, მიულოცა დამოუკიდებლობის დღე.

სიტყვებით გამოვიდნენ მასწავლებლები: შაჰლარ მამედოვი, ლამია ასადოვა, ნარგიზ ბულუაშილის და სხვები.

გაიმართა კონცერტი. მოსწავლეებმა შეასრულეს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. უმცროსკლასელებმა წაიკითხეს ლექსები.

იხილეთ ღონისძიების ამსახველი ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...