ოფურჩხეთის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ წიწილაშვილი მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციაზე საინტერესო ნამუშევრით წარდგა
31-05-2021

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფურჩხეთის საჯარო სკოლის მე–11 კლასის მოსწავლე მარიამ წიწილაშვილი მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობდა.

კონფერენცია იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში გაიმართა და ცნობილი ენათმეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის 61–ე წლისთავს მიეძღვნა.

მარიამ წიწილაშვილმა დამსწრე საზოგადოების წინაშე წარმატებით წარმოაჩინა თავისი ნამუშევარი თემაზე: „ტარიელ ფუტკარაძე – პედაგოგი“ (ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თეა ხაცავა).  ნორჩმა ფილოლოგმა მსმენელებს გააცნო ტარიელ ფუტკარაძე როგორც დიდი პედაგოგი, რომელიც პარალელურად საყვარელ პროფესიასთან ერთად მისთვის ჩვეული ენერგიითა და ენთუზიზმით ეწეოდა აკადემიურ საქმიანობას.

„დიდი მადლობა კონფერენციის ორგანიზატორებს ასეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტისათვის, რომელზეც მოსწავლეებს მოგვეცა საშუალება წარმოგვეჩინა ჩვენი შესაძლებლობები“, - აღნიშნა მარიამმა.

კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი – მურად ჯიშაკარიანი; განათლების ეროვნული ინსტიტუტის დამფუძნებელი – ხათუნა ჯავახაძე; ოქსფორდის მენეჯმენტ კონსანტნგის (OMC) დამფუძნებელი - ბილ ევანსი;  იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი – სოფო ტყეშელაშვილი.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი – როლანდ კოპალიანი; ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი – შალვა კირთაძე; ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის დოქტორი – ავთანდილ ნიკოლეიშვილი; ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი – ლუკა დვალიშვილი; ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი – დავით შავიანიძე.     

კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები დაიბეჭდება იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის სამეცნიერო–საგანმანათლებლო ჟურნალში: „გიმნაზიის მემეკვიდრეობა“.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203