„აუცილებელია, ბავშვებმა და მოზარდებმა ენერგია სპორტში დახარჯონ“ - განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
21-12-2017

პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ ჩხენკელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, რაც მისი დანიშვნის დღიდან, სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. 

მისი თქმით, ყველაფერს გაკეთდება იმისთვის, რომ ბავშვებმა და მოზარდებმა ენერგია განათლებაში, შემოქმედებით აქტივობასა და სპორტში დახარჯონ.

მინისტრის თქმით, ჯანსაღი ცხოვრების მხარდასაჭერი სკოლებში მასშტაბური კამპანია უკვე დაწყებულია და 2018 წელს, ეს კამპანია ყველა სკოლას მოიცავს - სპორტულ შეჯიბრებებში, სურვილისა და ინტერესების შესაბამისად, ყველა ასაკის მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.

ამასთან, მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩაიდება სასკოლო საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების და ახალი სკოლების მშენებლობაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203