„რაც უფრო მეტია განათლებული ადამიანი, მით უფრო ძლიერი და წარმატებულია ქვეყანა“ - მარინე ტაბატაძე, ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორი
31-05-2021
რას გვანიჭებს ცოდნა, რა არის წარმატებისთვის აუცილებელი, რაში ეხმარება დირექტორობა, რას ახსენებს ხშირად საკუთარ თავს - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორისა და ამავე სკოლის მათემატიკის უფროსი მასწავლებელის - მარინე ტაბატაძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- სკოლა არის. . . 

- სკოლა ჩემთვის ოჯახია, სადაც დიდ დროს ვატარებ. თითოეული მოსწავლე, მასწავლებელი და ტექპერსონალი კი ამ ოჯახის სრულფასოვანი წევრია. სკოლაში არსებული მეგობრული და პოზიტიური განწყობა, ღირებულებებზე აღზრდა მეხმარება მოსწავლეების პიროვნებებად ჩამოყალიბებაში.

- ცოდნა გვანიჭებს. . . 

- „ცოდნა სიმდიდრეა, მერე იმისთანა მადლიანი სიმდიდრეა, რომ რაც უნდა ბევრს დაურიგო, ბევრს გაუწილადო, შენ არა დაგაკლდება-რა, თუ არ მოგემატება" - ილია მართლის  ეს მადლიანი სიტყვები ჩემი ცხოვრების წესია - ცოდნა ძალაა! რაც უფრო მეტია განათლებული ადამიანი, მით უფრო ძლიერი და წარმატებულია ქვეყანა. ჩვენს განათლებაზე არა მარტო ჩვენი მომავალი, არამედ ქვეყნის ბედიცაა დამოკიდებული.

- მომავალ თაობას სჭირდება...

- ვინაიდან  ბავშვისთვის სკოლა პირველი წარმატების და შთაბეჭდილების  ადგილია,  უნდა დავეხმაროთ მათ ბედნიერების მშენებლობაში. ვიყოთ მომთმენნი,  მამაცნი, გამბედავი, ცოცხალ მაგალითად ქცეულებმა გავუკვალოთ ცხოვრების გზაწვრილები მწვერვალებისკენ.  

- როდესაც მოსწავლე ვიყავი. . . 

- მიხაროდა და მაბედნიერებდა ჩემი საინტერესო ყოველდღიურობა...

- დირექტორობა მეხმარება. . . 
 - სკოლის დირექტორობა ჩემთვის არის შესაძლებლობა - უკეთესობისკენ შევცვალო  სამყარო...

- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ. . .

- „ჩვენ ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ"-ეგზიუპერის ეს საოცარი სიტყვები ჩემი ცხოვრების წესია და ყოველთვის ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით ვმოქმედებ...

- წარმატებისთვის აუცილებელია. . .
- სიყვარული, მადლიერება, მოთმინება, ღირებულებებზე და დემოკრატიულ პრინციპებზე აღზრდა, მუდმივი განვითარება...
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203