მუხიანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული მარი ქვაჩაკიძე ოქროს მედლის კანდიდატია
31-05-2021

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული მარი ქვაჩაკიძე ოქროს მედლის კანდიდატია.

სკოლის დირექცია ულოცავს მარის წარმატებას და უსურვებს წინსვლას ცხოვრების ახალ ეტაპზე. იყავი ქვეყნის საიმედო და საამაყო შვილი. უფლის დალოცვილი გზით გევლოს მთელი ცხოვრება.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203