„დაილოცოს დედაენის შემოქმედი“ - ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ პირველკლასელებმა სასწავლო წელი დაასრულეს
28-05-2021

„დაილოცოს დედაენის შემოქმედი“ - ამ ლამაზი სიტყვებით დაასრულეს „ქართულ-ევროპულ სკოლა ორნატშიპირველკლასელებმა სასწავლო წელი, რომელიც უამრავი გამოწვევებით იყო სავსე.

პატარებმა სასწავლო წლის დასრულებას ზეიმი მიუძღვნეს და შემოქმედებითი ნიჭი წარმოაჩინეს. მათმა გამოსვლამ მოწონება დაიმსახურა.

„პირველი კლასის პედაგოგის ირმა ჭიჭინაძის შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია, რისი შედეგიც იყო ეს საინტერესო პრეზენტაცია. მადლობა ბავშვებს და მათ საყვარელ ირმა მასწავლებელს“ - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

სასწავლო წლის ბოლო დღეს პატარებმა დამრიგებელთან ერთად, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. ეს დღე პატარებისთვის დასამახსოვრებელი გამოდგა.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203