„დედამიწა ჩვენი მეორე სახლია“ - აფენის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
28-05-2021
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
„ბიოლოგიის საგანში IX კლასის მოსწავლეებთან ჩატარდა პროექტი - „წყლის მნიშვნელობა, ლოკალურ გარემოში გავრცელებული სასმელი წყლის სახეები, წყლის დაბინძურება“.
მასწავლებელი: ანა ნადირაზე
მიზანი: დედამიწის დღის მნიშვნელობის გაცნობა, ადგილობრივი ტერიტორიაზე გავრცელებული სასმელი წყლის მდგომარეობა, შესწავლა. ადამიანის გავლენა წყლისა და ბუნების ხარისხის შემცირებაში.
მოსწავლეები გაეცნენ დედამიწის დღის მნიშვნელობას. შეაგროვეს ინფორმაცია სასმელი წყლის შესახებ წარმოადგინეს როგორც სურათების ასევე სლაიდის სახით. ყურადღება გაამახვილეს დედამიწის მნიშვნელობასა და მისი დაცვის შესახებ რადგან „დედამიწა ჩვენი მეორე სახლია“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია