ამერიკული საერთაშორისო სკოლა - კოლეჯი „პროგრესის“ მოსწავლეებმა გარემოს დაცვის თემაზე პრეზენტაციები გამართეს
28-05-2021

ამერიკული საერთაშორისო სკოლა - კოლეჯი „პროგრესის“ მოსწავლეებმა გარემოს დაცვის თემაზე პრეზენტაციები წარმოადგინეს. მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვანია, რადგან მოსწავლეებს ეხმარება აიმაღლონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა. 

„ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა, „გარემოს დაცვის პროექტის“ ფარგლებში იმუშავეს და წარმოადგინეს პრეზენტაციები თემაზე „WE CARE FOR EARTH“.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს ეხმარება აიმაღლონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ არ დავაბინძუროთ გარემო, მით უფრო პლასტმასის ნარჩენებით, რადგან მსგავს ნარჩენების გადამუშავებას დიდი დრო სჭირდება და მნიშვნელოვნად ბინძურდება დედამიწა. 


პროექტში მონაწილეობენ 2B, 4A, 5A კლასის მოსწავლეები. ხელმძღვანელი:ნარგეს მაჰმოუდი“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203