დაბა ქედის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კვირეული მიეძღვნა
28-05-2021
ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ღონისძიება ჩაატარეს.

„ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასებისა და VII კლასის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ჩაატარეს ღონისძიებები თემაზე: „ჩემი საქართველო“ და შეასრულეს ლიტერატურულ - მუსიკალური კომპოზიციები. ფაზლებად გაკეთებული  საქართველოს კუთხეები ერთ მთლიან საქართველოს რუკად შეკრეს.

ასევე, lll კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს  სხვადასხვა აქტივობები საქართველოს დამოუკიდებლობის დღის კვირეულის აღსანიშნავად. ფაზლებად შექმნილი საქართველოს კუთხეები ერთ მთლიან რუკად ააწყვეს. თემასთან დაკავშირებით პრეზენტაციით წარმოადგინეს პირვანდელი 1918 წლის და ახლანდელი სახელმწიფოებრივი ატრიბუტები: გერბი, დროშა, ჰიმნი. დამოუკიდებლობის აქტები და საქართველოს ტერიტორიული რუკა. მოინახულეს ქედელი მამულიშვილის ყადირ შერვაშიძის ძეგლი. მან ხელი მოაწერა 1918 წლის დემოკრატიული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203