გოკიოს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის შესწავლა ღონისძიებით დაასრულეს
28-05-2021

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, გოკიოს საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.

განსაკუთრებით შთამბეჭდავია ეს ყველაფერი პირველკლასელებისთვის, რომლებმაც პანდემიურ პერიოდში შეაღეს მშობლიური სკოლის კარი და ახლაც, არცთუ მარტივ ვითარებაში უწევთ დამშვიდობება მასწავლებლებთან.

ემოციური იყო პირველკლასელეების დამშვიდობება სომხურ და ქართულ ანბანთან. ბავშვებმა, მასწავლებელთან - ერან მანასიანთან ერთად, პანდემიის გამო მოკრძალებული ღონისძიება ჩაატარეს.

იხილეთ ვიდეო ​

 
 
 
 
 
 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203