მთისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეები მნიშვნელოვან თარიღებს აქტიურად აღნიშნავენ
28-05-2021
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის საჯარო სკოლა აქტიურად ეხმაურება სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს და მრავალფეროვან აქტივობებს ატარებს.
„21 მარტი, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა! თარიღი, 21 მარტი სიმბოლური ხასიათისაა, რადგან დაუნის სინდრომი 21 -ე ქრომოსომის გასამებით ვლინდება.
საქართველოში წელს მეათედ აღინიშნება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე. სწორედ ამ დღის აღსანიშნავად მთისძირის საჯარო სკოლის მე-5 მე-6 კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს ღონისძიება სლოგანით - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს,ისინი ჩვენი მეგობრები არიან!“
ღონისძიების მიზანი იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება,დაუნის სინდრომის შესახებ.
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს არ სჭირდებათ საზოგადოების თანაგრძნობა,თითოეული ბავშვი განსხვავებულია თავისი გონებრივი შესაძლებლობებით, ინტერესებითა და ხასიათის თავისებურებებით.ყოველ მათგანს აქვს მისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული ნიჭი და უნარები“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს