წნორის N3 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ნახატების პრეზენტაცია მოაწყეს
28-05-2021
სიღნაღის მუნიციპალიტეტის წნორის N3 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ნახატების პრეზენტაცია მოაწყეს

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, წნორის N3 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველებაში მოაწყვეს ნახატების პრეზენტაცია. ნამუშევრების თემატიკა დედამიწის საერთაშორისო დღეს უკავშირდებოდა. სკოლა წარმატებებს უსურვებს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს.

22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა! ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203