წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
28-05-2021
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ისაუბრეს აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით და ომში მონაწილე ადამიანების ისტორიების გაეცნენ.
„სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა გერმანული ორგანიზაცია Berhot Foundation Caucasus Programme - მშვიდობის მშენებლობა, კონფლიქტების ტრანსფორმაცის წარმომადგენელი მარი მამარდაშვილი.
შეხვედრა მოეწყო VIII და IX კლასის მოსწავლეებთან. შეხვედრის მიზანი იყო აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება და ომში მონაწილე ადამიანების ისტორიების გაცნობა.
მოსწავლეებს დაურიგდათ საინტერესო მასალები, რომლებსაც გაეცვნენ, იმსჯელეს, გამოთქვეს საინტერესო მოსაზრებები აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებულ პრობლემებზე. დისკუსიაში აქტიურად ჩაერთვნენ მოსწავლეები. დისკუსიამ მოსწავლეების დიდი ინტერესი გამოიწვია“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია