„გაიზარდეთ ჩვენი ქვეყნისა და სკოლის საამაყო შვილები“- თბილისის N143 სკოლა პირველკლასელებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას ულოცავს
28-05-2021
თბილისის N143 საჯარო სკოლამ პირველი კლასის მოსწავლეები გააცილა.
„ჩვენი სკოლის პირველკლასელებს ვულოცავთ სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას! პანდემიის მიუხედავად, თქვენ, თქვენი პედაგოგების დახმარებით შეძელით გემოგზაურათ ანბანის ჯადოსნურ სამყაროში, რიცხვების ლაბირინთებში. წინ კიდევ უამრავი ლამაზი წელი და წარმატება გელოდებათ.
გისურვებთ ნათელ მომავალს, გაიზარდეთ ჩვენი ქვეყნისა და სკოლის საამაყო შვილები“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს