აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლეები გოდერძი ჩოხელის შემოქმედებას გაეცნენ
28-05-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა გოდერძი ჩოხელის შემოქმედება მიმოიხილეს. წაიკითხეს მწერლის ლექსები და ისაუბრეს პროზაულ ნაწარმოებებზე.

„ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა გააცოცხლეს გოდერძი ჩოხელის შემოქმედება. ადამიანისა, რომლის ნაწარმოებები პოეტური პროზის ნიმუშებია, პოეტურია ამბები, თხრობის სტილი, ზოგჯერ მწერალი პირდაპირ გადმოსცემს სათქმელს შელამაზების გარეშე. მწერალი ამბობს: „ყველა ადამიანი მოთხრობა მგონია და ყოველ მათგანს სათაურს ვუძებნი“. 

მოსწავლეებმა საოცარი სითბოთი წაიკითხეს ლექსები და ასეთივე გრძნობით ისაუბრეს წიგნებზე: „მღვდლის ცოდვა“, „ადამიანთა სევდა“, „წითელი მგელი“, „სულეთის კიდობანი“.

სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ირინე გორგაძეს და თითოეულ მოსწავლეს პროექტის შიანაარსიანად წარმოდგენისათვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეო მასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203