ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი ბურძგლამ ლიტერატურულ კონკურსში გაიმარჯვა
28-05-2021
ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლა მოსწავლის მორიგ წარმატებას აღნიშნავს და მისი მიღწევებით ამაყობს.
„იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის მიერ გამოცხადებულ ლიტერატურულ კონკურსში - „ნუშების თოვლი“ ჩვენი სკოლის მოსწავლემ ლიზი ბურძგლამ შთამბეჭდავ გამარჯვებას მიაღწია - მისი საკონკურსო ნაშრომი სხვა მოწონებულ და გამარჯვებულ ტექსტებთან ერთად შეირჩა წიგნისთვის, რომელიც უკვე დაიბეჭდა და გამოიცა. ლიზი აქტიური წევრია მესამე საჯარო სკოლის შემოქმედ მოსწავლეთა კლუბისა - „კვირტები“ - რომელსაც ხელმძღვანელობს ჩვენი სკოლის წამყვანი მასწავლებელი გულიზა იმნაძე. ვულოცავთ ლიზი ბურძგლას, გულიზა მასწავლებელს და მთელ სკოლას ამ მნიშვნელოვან წარმატებას“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია