თბილისის N141 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს
28-05-2021
თბილისის N141 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.

მოსწავლეებმა ეროვნული ჰიმნი შეასრულეს და დამოუკიდებლობის არსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - საქართველოს ეროვნული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 26 მაისს, ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა რუსეთის იმპერიისგან და სსრკ-სგან. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისი - პირველი რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203