„დედაენავ ნახვამდის, დედაენავ მადლობა“ - ნამაშევის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი დაასრულეს
28-05-2021
„დედაენავ ნახვამდის,დედაენავ მადლობა“ - ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი დაასრულეს.
პირველი სასწავლო წლის ბოლო დღეს დასამახსოვრებელი ღონისძიება დამრიგებლის, თვალმზისა გიორხელიძის თაოსნობით გაიმართა, სადაც პატარები ერთმანეთს ლექსის თქმასა თუ სიმღერაში ეცილებოდნენ. მათმა შემოქმედებითმა ნიჭმა და სცენაზე წარმოდგენილმა ნომრებმა აუდიტორიის მოწონება დაიმსახურა.
დირექციამ და პედაგოგებმა, პატარებს პირველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცეს და ბედნიერი დასვენება უსურვეს.
„დედაენავ ნახვამდის, დედაენავ მადლობა“ - ამ ლამაზი სიტყვებით დაემშვიდობნენ, პატარები პირველ კლასს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს