ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მოსწავლე ლაშა საგინაძე დირექტორმა საქართველოს ისტორიისა და ლიტერატურის პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის დააჯილდოვა
28-05-2021

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ლაშა საგინაძე დირექტორმა ნათია ფუტკარაძემ საგანმანათლებლო პროექტში წარმატებით მონაწილეობისთვის დააჯილდოვა. 

ახალი დიოკნისის საჯარო სკოლა პროექტში - „დიდგორელი“ მონაწილეობდა. 2021 წლის 19 მაისს მარნეულის მუნიციპალიტეტში „დიდგორელის“ ფინალური ტურის დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიებაში პროექტის ფინალისტი ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ლაშა საგინაძე მონაწილეობდა. 

სწორედ ამიტომ, სკოლის სახელის წარმოჩენისა და საქართველოს ისტორიისა და ისტორიული მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის, სკოლის დირექტორმა ნათია ფუტკარაძემ, მადლობა გადაუხადა ფინალისტ მოსწავლეს და პირადი ფონდიდან ფასიანი საჩუქარი გადასცა. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203