ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს
28-05-2021

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.

საქართველოს ეროვნული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 26 მაისს, ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა რუსეთის იმპერიისგან და სსრკ-სგან. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისი - პირველი რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.  

ამ დღესთან დაკავშირებით 2021 წლის 25 მაისს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში მოეწყო ღონისძიება, სადაც ისტორიის მასწავლებელმა ნათია ფუტკარაძემ მოსწავლეებს გააცნო პრეზენტაცია, სადაც ნაჩვენები იყო ამ დღესთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტების სურათები და ვიდეო მასალა. 

მოსწავლეები გამოვიდნენ სიტყვებით, ლექსებით  და პატრიოტული სიმღერებით. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203