„ჯანსაღი კბილები“- ხულგუმოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილი სტომატოლოგის კაბინეტში ჩაუტარდათ
28-05-2021

პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ხულგუმოს საჯარო სკოლა, სადაც სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.

მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.

ახლახან, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ხულგუმოს საჯარო სკოლაში, მესამეკლასელებისთვის ჩატარდა საინტერესო და შემეცნებითი გაკვეთილი თემაზე - „ჯანსაღი კბილები“. აქტივობაში ჩაერთო სტომატოლოგიც და ამ ფაქტმა მოსწავლეებზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა - სიამოვნებით მიიღეს მონაწილეობა ყველა აქტივობაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203