ჯაბნიძეების საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა
28-05-2021

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაბნიძეების საჯარო სკოლაში საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

განსაკუთრებით ამაღელვებელი ნაწილი იყო სახელმწიფო ჰიმნის შესრულება. ასევე, შესრულდა სიმღერები საქართველოზე VIII, IX, X, XI კლასის მოსწავლეების მიერ.

ღონისძიების ფარგლებში, 1918 წლის 26 მაისის მოვლენების შესახებ სიტყვით გამოვიდა XI კლასის მოსწავლე ა. აბუსელიძე. საქართველოზე ლექსები წაიკითხეს IV, V, VI, VII კლასის მოსწავლეებმა.  

მოსწავლეებმა წარმოადგინეს მმონტაჟი: „მოგზაურობა წარსულში“ და სკეჩი: „ისტორიის გამოცდაზე“.

ღონისძიებას ხელმძღვანელებდნენ ა. მუკუტაძე და ი. დავითაძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203