კრწანისის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვით კონკურსში წარმატებით მონაწილეობენ
28-05-2021

პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია გარდაბნის მუნიციპალიტეტის, კრწანისის საჯარო სკოლა, სადაც სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.

მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.

იმავდროულად, კრწანისის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო კონკურსშიც მონაწილეობენ - I,II,III,IV კლასების მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს გარემოსდაცვით კონკურსში Keep Georgia Tidy  - დავიცვათ საქართველოს სისუფთავე - KGT, რომლის მიზანია: დედამიწის გადარჩენა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან და მათი გამოყენება დეკორატიული დანიშნულებისთვის.

დიდი იყო მშობელთა და მოსწავლეთა აქტიურობა და მოტივაცია. გთავაზობთ საკონკურსო ნამუშევრებს



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203