კურსების საჯარო სკოლაში ხარისხის მართვის ჯგუფი ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილს დაესწრო
28-05-2021

პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია ტყიბულის მუნიციპალიტეტის, კურსების საჯარო სკოლა, სადაც სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.

მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.

როგორც აღვნიშნეთ, კურსების საჯარო სკოლის პედაგოგები მუდმივად წინსვლაზე არიან ორიენტირებულნი და ახლახან ხარისხის მართვის ჯგუფი პირველ კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილს დაესწრო.

ბავშვები დიდი მონდომებითა და ინტერესით უსმენდნენ უსაყვარლეს მასწავლებელს - ინგა კაკუსაძეს. კურსების საჯარო სკოლა კი, მოსწავლეებთან ერთად მას წარმატებებს უსურვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203