ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია პირველკლასელებს ახალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობა
28-05-2021
ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია პირველკლასელებს ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დაემშვიდობა. 

„მისი ყოვლადუსამღვდელოესობის მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის და წმ.ანდრია პირველ წოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორის მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა - კურთხევით გიმნაზიის პედაგოგი ლემა ბერაძე გამოემშვიდობა პირველკლასელებს.

ჩვენ ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის პირველკლასელები ვართ. თუმცა უკვე მეორე კლასში გადავფრინდით! დღეს, 28 მაისს, ლემა მასწავლებელმა კვლავ სკოლაში დაგვიბარა, მოვილოცეთ ტაძარი. შემდეგ მუზეუმში და ბოლოს კულტურისა და დასვენების პარკში გავერთეთ, დავემშვიდობეთ ერთმანეთს და ჰერი, ჰერი სახლისაკენ. დამშვიდობებისას გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა დეკანოზი პავლე (ცერცვაძე) და გიმნაზიის მოძღვარმა დეკანოზი, თომა (ლაცაბიძე) ლოცვა- კურთხევით დაგვემშვიდობნენ“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203