„დალოცეს და მეფედ დასვეს“ - ოთის საჯარო სკოლის მერვეკლასელებმა შთამბეჭდავი ღონისძიება მოაწყვეს
28-05-2021

პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია ასპინძის მუნიციპალიტეტის, ოთის საჯარო სკოლა, სადაც სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.

მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.

ახლახან, ოთის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა, „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით, ჩაატარეს სასწავლო ღონისძიება სახელწოდებით - „დალოცეს და მეფედ დასვეს“. ღონისძიება, რომლის ხელმძღვანელიც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ცირა გურეშიძე გახლდათ, შემცნებითი და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ბავშვებისთვის - მათ შეძლეს მიღებული ცოდნის განმტკიცება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203