სადმელის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელის დასრულება და ანბანის „გაცილება“ ღონისძიებით აღნიშნეს
28-05-2021

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელის საჯარო სკოლის პირველკლასელთათვის 27 მაისი დაუვიწყარი დღე იყო. მათ დაასრულეს პირველი სასწავლო წელი და უკვე მეორე კლასში გადავიდნენ.

მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად, ბევრი იმუშავეს და საზეიმოდ მოაწყვეს საკლასო ოთახი, თავიანთი ნახატებით ოთახის კედლები გაალამაზეს. საზეიმოდ მორთულ საკლასო ოთახში კალიგრაფიული კულტურის ამაღლების მიზნით - „ნაწერების გამოფენა“ მოაწყვეს.

სასწავლო წლის დასრულებასთან ერთად, პატარებმა ანბანიც „გააცილეს“, ლექსების მხატვრულად მოყოლით და საბავშვო სიმღერების შესრულებით.

„ვულოცავთ პირველ კლასელებს სასწავლო წლის დასრულებას. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, კარგ სწავლას და ბედნიერებით აღვსილ მომავალს. ისინი ხომ ჩვენი მომავალი თაობის წევრები არიან“ - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203