ნინოწმინდის N2 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ემოციურად აღნიშნეს
28-05-2021

ნინოწმინდის N2 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, მნიშვნელოვანი ამონარიდები ეროვნულ დღესასწაულზე და წარმოადგინეს შემოქმედებითი ნომრები.

განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო მოსწავლეების მიერ შესრულებული საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

ზუსტად 103 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ მოსწავლეების შესრულებული ჰიმნი:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203